28 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-3 კლასში (კლასის ხელმძღვანელი; მაკა ლაღაძე) ჩატარდა გაკვეთილი- პროექტი ,,საიდან მოვდივარ,, ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი გვარის, სოფლის წარმოშობის ისტორია,

 ისაუბრეს სოფელში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, გვარის წარმომავლობაზე, საგვარეულო თავშეყრის ადგილებზე. ერთმანეთს აჩვენეს საგვარეულო გერბი, შეხვედრა დაასრულეს ლამაზი სიტყვებით ,,საიდან მოვდივართ? ფესვებიდან!
ჩემი ფესვები- ჩემი წინაპარია,
სტუმართმოყვარე, ნამდვილი ქართველი!
ჯანსაღი სულით, ღმრთის სიყვარულით,
ქართული გენით და ვაჟკაცობით,,