სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, პირველი სასკოლო რესპუბლიკური ჰაკათონის ადმინისტრაცია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB-ი გაცნობებთ რომ 2016 წლის 10 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში დილის 10 საათიდან გაიმართება პირველი რესპუბლიკური სასკოლო ჰაკათონის ფინალური ტური, 

რომელშიც მონაწილეობს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების 16 მოსწავლე. მოსწავლეებს ფასილიტაციას უწევს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რვა სტუდენტი. ჰაკათონის მონაწილეებისგან შექმნილია ოთხი გუნდი ,რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან თავიანთი ინოვაციური ტექნოლოგიური გამოგონებებით. გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს კომისიის მოწვეული წევრები: ზაქარია ქარსაულიძე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ICT ტრენინგების მენეჯერი, ნინო მაღრიშვილი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ICT ტრენინგების კოორდინატორი, ლევან გაბისონია – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების პროექტის კოორდინატორი, გიორგი ჩაჩუა – „მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB“-ის მენეჯერი, თეიმურაზ სახელაშვილი – „მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB“-ის ტექნიკური მენეჯერი. გუნდების დაჯილდოება მოხდება ქუთაისის მერიის მიერ ხოლო ერთ საუკეთესო მონაწილეს დაენიშნება სტიპენდია ამერიკის მისურის შტატის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ლობჟანიძის მიერ. გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება 15:00 საათიდან, რომელზეც დასწრება თავისუფალია.