2016 წლის 2-4 მარტს ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის I-მეოთხე კლასში (დამრიგებელი: თამარ გოგატაძე) ჩატარდა „მკითხველთა კლუბის“ რიგით მე-2 და მე-3 შეხვედრა.

კლუბის მიზანია მშობელთა ჩართულობის პარალელურად კითხვისადმი ინტერესის გაღრმავება, ტექსტის გაგება/გააზრება და კითხვაში გაწაფვა. საკითხავ მასალად შერჩეულია „G-PRIDE”-ის საკითხავი ტექსტები პირველი კლასისთვის, რომელსაც კლუბის წევრებს აცნობს მშობელი, მასწავლებლის რანგში. ის პედაგოგთან კონსულტაციით წინასწარ ამუშავებს არჩეულ ტექსტს და ირჩევს სახალისო აქტივობებს „G-PRIDE”-ის პორტალიდან მოტივაციის ასამაღლებლად და ტექსტის უკეთ გასააზრებლად.ამჯერად კლუბის წევრება მოისმინეს „G-PRIDE” -ის ორი საკითხავი ტექსტი: „გაზაფხული“ და „ბუტბუტა ბუკნაჭო“. მშობლებმა საინტერესოდ და ბავშვებისთვის გასაგებად წაიკითხეს და გააანალიზეს ტექსტი კლუბის წევრებთან ერთად. დამატებით სახალისო დავალებებად გამოყენებული იქნა „G-PRIDE”-ის პორტალიდან შერჩეული აქტივობები „ბახ“; „ყირამალა“; „დავიმახსოვროთ და დავწეროთ სიტყვები“, რომლებიც ბავშვებმა ხალისითა და ინტერესით შეასრულეს უფროსებთან ერთად. მშობლებმა თავად დაამზადეს რესურსები: „იდუმალი ყუთი“, „აქტივობის ბარათები“, „მხიარული კოსვოდები“. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში ფონოლოგიური უნარ-ჩვევების, სიტყვების წაკითხვის და წერის უნარის, ლექსიკური მარაგის; შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას. „მკითხველთა კლუბი“ მომდევნო შეხვედრას გეგმავს 11 მარტს.