2016 წლის 18 მარტს ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის I-მეოთხე კლასში (დამრიგებელი: თამარ გოგატაძე) ჩატარდა „მკითხველთა კლუბის“ რიგით მე-5 შეხვედრა.

კლუბის მიზანია მშობელთა ჩართულობის პარალელურად კითხვისადმი ინტერესის გაღრმავება, ტექსტის გაგება/გააზრება და კითხვაში გაწაფვა. საკითხავ მასალად შერჩეულია „G-PRIDE”-ის საკითხავი ტექსტები პირველი კლასისთვის, რომელსაც კლუბის წევრებს აცნობს მშობელი, მასწავლებლის რანგში. ის პედაგოგთან კონსულტაციით წინასწარ ამუშავებს არჩეულ ტექსტს და ირჩევს სახალისო აქტივობებს „G-PRIDE”-ის პორტალიდან მოტივაციის ასამაღლებლად და ტექსტის უკეთ გასააზრებლად.ამჯერად კლუბის წევრება მოისმინეს „G-PRIDE” -ის საკითხავი პორტალიდან საინფორმაციო ხასიათის ტექსტი “ნისკარტი, ფრთები, ბრჭყალები” წარადგინეს მშბლებმა ანა გოგოლაძემ და ელისო გეგეშიძემ, ხოლო მხატვრული ხასიათის ტექსტი “ვინ სად ცხოვრობს?” კლუბის წევრებს წაუკითხა მშობელმა ფიქრია გოტიაშვილმა. შეხვედრა გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებითა და ჯგუფური მუშაობებით.