2016 წლის 4 მარტს ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლის I მეხუთე კლასის (დამრიგებელი: ეკა მეძმარიაშვილი) მოსწავლეებმა საყვარელ დედიკოებს მიულოცეს დედის დღე აქტივობით „დედის გულში ხომ სულ გაზაფხულია“.

ბავშვებმა დედებს წაუკითხეს ლექსები, გაუკეთეს სამახსოვრო ჩანახატები და ბარათები. ვაჟებმა დედიკოებთან ერთად შეასრულეს სამახსოვრო ვალსი, გოგონებმა კი დედების დახმარებით თოჯინები პრინცესებად მორთეს. აქტივობა გაჯერებული იყო სახალისო თამაშებით: „ათი ნაბიჯი“; „მხიარული თოკი“; ნიჭიერი სტილისტი“; „ვისი დედიკოა?“; რომლებშიც მონაწილეობა უშუალოდ მშობლებმა მიიღეს. აქტივობის დასასრულს დამრიგებელმა წაიკითხა რევაზ ინანიშვილის „დედა“ და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ძირითად მიზანზე, დედის დანიშნულებასა და როლზე და მოუწოდა მოსწავლეებს გაუფრთხილდნენ დედებს, მათ მიწიერ ღმერთებს.