2016 წლის 22 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-2 მესამე და მე-2 მეოთხე (დამრიგებლები: მაკა კამლაძე, ხათუნა გუმბერიძე) კლასებში აღინიშნა დედამიწის დღე.

მოსწავლეებმა იხილეს საბავშვო შემეცნებითი ხასიათის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “გამარჯობა დედამიწა” (პირველი და მეორე ნაწილი). ჩვენების შემდეგ გაიმართა განხილვა. განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა მოსწავლეთათვის ჩვენი პლანეტის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. გაჩნდა ინიციატივა, კლასებში შეიქმნას ეკო-კლუბები, მოეწყოს გასვლითი ღონისძიებები ბუნებაში, რათა მოსწავლეებმა იზრუნონ გარემოს დასუფთავებაზე.