ეკოკლუბის ,,ევრიკას” წევრები
2016 წლის 17 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ,,ევრიკას” წევრები ეწვივნენ, კლუბს ხელმძღვანელობს ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა კაპანაძე.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ტრანს-ევროპული პროექტის ELENA: ბუნების მიმართცნობიერების ამაღლების ექსპერიმენტული სწავლება და განათლება პრეზენტაცია, USB მიკროსკოპით დაათვალიერეს პეპლის აგებულება. პროექტის მენეჯმენტს ახორციელებს ბავარიის ბუნების კონსერვაციის აკადემია და მასში ჩართულია მსოფლიოს ოთხი ქვეყანა: გერმანია რუმინეთი, უნგრეთი , საქართველო.საქართველოში პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი