ლიტერატურული გაკვეთილები
მწერლის საერთაშორისო დღეს, ქალაქ ქუთაისის დიდი ტრადიციების მქონე მე-17 საჯარო სკოლამ, მართლაც არჩვეულებრივი და უჩვეულო პროექტი გაახორციელა.
33- მა მწერალმა და პოეტმა, სხვადასხვა ასაკის 33 ჯგუფთან, ერთდროულად ჩაავატარეთ ე. წ. “ლიტერატურული გაკვეთილები” . . .ჩემი სამიზნე ჯგუფი მეათე კლასელები იყვნენ . . . “ცად დაბადება” -ასე ერქვა 20 წუთიან პერფორმანს, სადაც შევეცადე მათთვის ჩემი პროზაული და პოეტური ნაწარმოებების ხასიათი წარმომეჩინა . . . იდეალური ურთიერთგაგება დამყარდა . . . მე დავპირდი მათ, რომ მომავალში, ჩემი ახალი წიგნის პრეზენტატორები, სწორედ ისინი იქნებიან . . . დიდი მადლობა, აღნიშნული სკოლის მართლაც არაჩვეულებრივ დირექტორს, ქალბატონ ირინე ჯგერენაიას, პედაგოგს, ქალბატონ ხათუნა ლანჩავას, რომლმაც წითელ ხალიჩაზე:)) გავლის შემდგომ, ძალიან საინტერესო ლიტერატურული კომპოზიცია წარმოგვიდგინა ბავშვების მონაწილეობით, მადლობა ჩემი ჯგუფის წარმდგენს, ქალბატონ მანანა სოხაძეს და ამ სკოლის თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს . . . ვფიქრობ, ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ ბავშვებს, რომლებმაც უშუალოდ განიცადეს ის დიდი სიამოვნება, რასაც ცოცხალ მწერალთან და პოეტთან შეხვედრა ჰქვია . . . სასურველია, მსგავსმა ღონისძიებებმა ( და არა მარტო მწერლებთან შეხვედრებმა) სხვა სკოლებსა და უმაღლეს სასაწავლებლებშიც გადაინაცვლონ!ლია გვენეტაძე
სურ: ლია გვენეტაძე(მწერალი), ირინე ჯგერენაია( მე-17 სკოლის დირექტორი), ცირა ყურაშვილი (მწერალი).