„მკითხველთა კლუბი”
2016 წლის 19 თებერვალს სსიპ ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 1-4კლასში (დამრიგებელი თამარ გოგატაძე) გაიმართა პროექტ „G-PRIDE” -ის ფარგლებში შექმნილი „მკითხველთა კლუბის“ რიგით პირველი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები მშობლებთან ერთად.
აქტივობის მიზანია მშობელთა ჩართულობის პარალელურად კითხვისადმი ინტერესის გაღრმავება, ტექსტის გაგება/გააზრება და კითხვაში გაწაფვა. საკითხავ მასალად შერჩეულია „G-PRIDE”-ის საკითხავი ტექსტები პირველი კლასისთვის, რომელსაც კლუბის წევრებს აცნობს მშობელი, მასწავლებლის რანგში. ის პედაგოგთან კონსულტაციით წინასწარ ამუშავებს არჩეულ ტექსტს და ირჩევს სახალისო აქტივობებს „G-PRIDE”-ის პორტალიდან მოტივაციის ასამაღლებლად და ტექსტის უკეთ გასააზრებლად. პირველ შეხვედრაზე მშობელმა მაკა კამლაძემ კლუბის წევრებს წარუდგინა მხიარული ტექსტი „ბეჰემოთი“ . ერთობლივად ისაუბრეს ტექსტის პერსონაჟებზე, პრობლემაზე, გარემოებებზე, მოქმედებებზე. პატარა მსმენელებმა მშობლებთან ერთად წაიკითხეს ტექსტი და სურვილი გამოთქვეს გადმოეცათ შინაარსი. შეხვედრა გაამრავალფეროვნა ტექსტის შინაარსის უკეთ გასაცნობად მშობლის მიერ წინასწარ დამზადებულმა აქტივობას ბარათებმა. წევრებმა იმუშავეს ჯგუფებში. მკითხველთა კლუბი ყოველ პარასკევს შეიკრიბება და მომდევნო ტექსტებს წარადგენენ დანარჩენი მშობლები.