2016 წლის 24 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და ღონისძიებაში მონაწილეების რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს.

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასში მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა წაიკითხეს ზღაპრები, მოთხრობები, საინტერესო ამბები:
I -1 კლასი”- მე დავიბადე ადამიანად და უნდა დავრჩე ადამიანად“ –( მედეია ადეიშვილი)
I-2 კლასი – „ მოგზაურობა საზღაპრეთში“ -ხალხური ზღაპრები „ნაცარქექია“, „რწყილი და ჭიანჭველა“,- „ჩიტი დ მელა“,“გვრიტი“, „ხუთკუნჭულა“. (ციური ბაჯაძე)
I-3 კლასი – „მამა, წიგნი წამიკითხე!“ (თამილა სვანაძე)
I-4კლასი – ,,ვკითხულობთ საყვარელ ზღაპარს“- ქართული ხალხური ზღაპარი „ხუთკუნჭულა“(თამარ გოგატაძე)
I-5 კლასი- ,,წითელქუდა ყველასათვის საყვარელი ზღაპარი“ (ეკა მეძმარიაშვილი)
I-6 კლასი- ,,ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში”-ხალხური ზღაპრები „რწყილი და ჭიანჭველა“, „ჩხიკვთა ქორწილი „ ნაცარქექია“(მაია კუხიანიძე.)
II-1კლასი- მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები-„ურჩხული და მზეთუნახავი“(მანანა ორბელაძე)
II-2 კლასი-„ციკლოპი და სათვალე“(მაკა კინწურაშვილი)
II-3 კლასი-„ ვიკითხოთ, რათა ვიცხოვროთ“- მ. ტონიას მოთხრობები „ცრუ მეგობარი“, „კუ და პეპელა“.(მაკა კამლაძე)
II-4 – ი.გოგებაშვილი “იავნანამ რა ჰქმნა?“ (ხათუნა გუმბერიძე.)
II-5კლასი- დიდი წიგნი – „თუთიყუში ჩიკო“ პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები – „პატარა სირინოზი“, „კულულა და სამი დათვი“, „პიტერ პენი“ (ციური კრავიშვილი.)
III-1კლასი-სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები -“ ძალა ერთობაშია“, „ძუნწი და ოქრო“,“გლახაკი და ქილა ერბო“,“კატის გაზრდილი ლომი“,’ორმოში ჩავარდნილი მეფე“(ნანა მესხაძე).
III-2კლასი-შარლ პეროს და ძმები გრიმების ზღაპრები-„ჩექმებიანი კატა“, „მძინარე მზეთუნახავი“,“ჰენზელი და გრეტელი“,“ კონკია“(ია შავგულიძე.)
III-3 კლასი-ქართული და უცხოური იგავები-‘მგელი და კრავი“, „ძალა ერთობაშია“,
„გარეული ტახი და მელა“(მაკა ლაღაძე.)
III-4 კლასი – ქართული და უცხოური ზღაპრები – „ჩექმებიანი კატა“, „კალის ჯარისკაცი“, „კონკია“, „პატარა უფლისწული“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (ირინა ადეიშვილი)
IV-1 კლასი- ძმები გრიმები “რაფუნცელი“, „ბრემენელი მუსიკოსები“; ლ.კეროლი „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ (ირმა ფხაკაძე.)
IV-2 კლასი-“G-PRIED”-ის ტექსტი “ცუგა“(ქეთევან ჩაჩხიანი.)
IV-3 კლასი-აქცია კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით -ო.უაილდი „ბედნიერი უფლისწული“, კრავერსი „მერი პოპინსი“,ჯ.როდარი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“, რასპე „ბარონ მიუნჰაუზერის თავგადასავალი“.(ხათუნა ფაიქიძე.)
IV-4 კლასი-აქტივობა “მშობელი-საინტერესო მკითხველი“ (ეკა ქართველიშვილი.)

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა და მოწვეულმა მშობლებმა.განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები 21-ე საუკუნის გამოწვევების გათვალისწინებით, მშობელთა ჩართულობით „G-PRIED“- ის პროექტის ფარგლებში.
საჯაროდ კითხვა მიზნად ისახავს კითხვის უნარების განვითარებას. დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ წიგნის სიყვარული გვაერთიანებს და ემსახურება კრეატიულად მოაზროვნე თაობების აღზრდას.
აქტივობებს შეუერთდნენ პედაგოგები, რომლებმაც სკოლის ბიბლიოთეკაში საჯაროდ წაიკითხეს რ.ჯ.პალაციოს არაჩვეულებრივი ბესტსელერი „საოცრება“.გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები წაკითხული ნაწარმოების ირგვლივ.

12744752_983292241758587_5259978506390269625_n 12743863_983292285091916_2095946319664247054_n 12733581_983291941758617_2027298706191828663_n 10268511_983292035091941_2625098613295260261_n