2016 წლის 17-18 თებერვალს N17 საჯარო სკოლის 1-4 კლასის (დამრიგებელი: თ გოგატაძე) მოსწავლეები, მშობლებთან ერთად თავიანთი თოჯინების თეატრით ესტუმრნენ პირველ და მეორე კლასებს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თოჯინები, რომლებიც კლასებში „მოგზაურობენ“ , თვითონ დაამზადეს. წარადგინეს მინი სპექტაკლები: „ნაცარქექია“, „სამი გოჭი“, „წითელქუდა“ და „მგელი და კრავი“. მასპინძლები დიდი სიხარულით შეხვდნენ სტუმრებს, განსაკუთრებით მოეწონათ „მსახიობი დედიკოების“ თამაში, ბევრი იხალისეს დევის ხმაზე.თავადაც გაუჩნდათ სურვილი შექმნან საკუთარი თოჯინების თეატრი დედიკოებთან ერთად.
თეატრალური წარმოდგენების შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც მშობლებმა და პედაგოგებმა გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ისაუბრეს აქტივობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა რომ მშობელთა ჩართულობას განსაკუთრებული ,მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის. გარდა ამისა, მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და მნიშვნელოვანია როგორც სასკოლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, ასევე მშობლის სოციალურ, ემოციური და პიროვნული ცვლილებებისთვის. ამ დროს მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლას შორის ურთიერთშეთანხმებულ თანამშრომლობას და შედეგად ვღებულობთ ხარისხიან, წარმატებულ სასწავლო პროცესს.

12744393_982038968550581_6356001705501231460_n 12728959_982038831883928_7167970495885840957_n