“თანატოლგანმანათლებლები”
2016 წლის 18 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა პროექტის “თანატოლგანმანათლებლები”, ფარგლებში რომელსაც ახორციელებს ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის “მკითხველთა კლუბი” და სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა.
გაიმართა რიგით მეოთხე შეხვედრა, მონაწილეებმა ისაუბრეს რიჩარდ ბახის ნაწარმოებზე “ჯონათან ლივინგსტონი”. მომდევნო შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ ნაწარმოებს და პერსონაჟებს.