,,ექსკურსია თეატრში“- 2016 წლის 10 თებერვალს IX-1,IX-2,IX-3 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

მათ უმასპინძლა თეატრის მენეჯერმა ქალბატონმა ნანა ქაჯაიამ. მან მოსწავლეებს გააცნო თეატრის ისტორია, დაათვალიერებინა თეატრი, მცირე და დიდი სცენები,კულისები, მსახიობთა ოთახები, კოსტიუმები, თეატრის მუზეუმი.შემდეგ მათ ნახეს სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩა“(რეჟისორი გიორგი სიხარულიძე). სპექტაკლის შემდეგ მოსწავლეები შეხვდნენ მსახიპობებს. შეხვედრამ თბილ და საინტერესო გარემოში ჩაიარა.
აქტივობა განხორციელდა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამით(მასწავლებელი ლალი ლანჩავა, სპეციალისტი ვარლამ მინდელი). პროგრამას ახორციელებს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.

12742792_977671095654035_8178340152232986116_n 12715373_977671105654034_2218883775335542131_n