მოსწავლეთა დაჯილდოება
განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს მედლები გადასცეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა.
სულ 150 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. აქედან 105 ოქროს და 45 ვერცხლის მედლით. მათ შორის ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები: მარიამ ხვადაგიანი, ნინო ცხადაძე და ვერცხლის მედლით თათია წერეთელი (დამრიგებელი ნანა ხაჭაპურიძე). სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მათ.