2016 წლის 8 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 1-4 კლასში (დამრიგებელი თამარ გოგატაძე) ჩატარდა თეატრალიზებული ღია გაკვეთილი ხელოვნებაში “ჩემი საყვარელი ზღაპარი”.

გაკვეთილისათვის მზადება ერთი კვირით ადრე დაიწყო, კლასი დაიყო ჯგუფებად, მოსწავლეებმა აირჩიეს სასურველი ზღაპრები რომლებიც წაიკითხეს მშობლებთან ერთად სახლში. უფროსებთან ერთად დაამზადეს ზღაპრის პერსონაჟების თოჯინები და 8 თებერვალს წარმოადგინეს მინი 7 წუთიანი თოჯინური სპექტაკლები. განსაკუთრებით საინტერესო იყო თოჯინების ჩაცმულობა, თოჯინების სამოსად მშობლებმა გამოიყენეს თავიანთი შვილების ჩვილობის დროინდელი სამოსი: წინდები, პიჯაკები, მაისურები, ქურთუკები, ნაცარქექიას ეცვა 11-2 კლასის მოსწავლის სანდრო კაპანაძის წინდები smile emoticon. თეჯირის ორივე მხარეს ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ მშობლებიც. ღია გაკვეთილის შემდეგ G-PRIED-ის ფასილიტატორმა მანანა სოხაძემ პროექტის მიმდინარე ეტაპის პრეზენტაცია წარუდგინა მშობლებს და ისაუბრა პროექტში მშობლების ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის ბოლოს მშობლებს გადაეცათ “კითხვის ჯადოსნური გუდა” შემდეგი ინსტრუქციით:

ძვირფასო მშობელო!
გილოცავთ! თქვენ გახდით პროექტის „ჯადოსნური გუდა“ მონაწილე.
პროექტის მიზანია:
• ოჯახური კითხვის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
• მოსწავლეებში ქართული და უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაცია
• კითხვისადმი ინტერესის ამაღლება და პოზიტიური დამოკიდებულების გამომუშავება
• ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბება
კითხვის „ჯადოსნურ გუდაში“ თქვენ იპოვით: ხუთ ზღაპარს მხიარული სანიშნეებით, ფერად ფანქრებს, აკვარელს და ფურცლებს.
თქვენ გეძლევათ ერთი კვირა, რომლის განმავლობაშიც შვილებთან ერთად წაიკითხავთ ზღაპრებს, მოახდენთ წაკითხული ზღაპრების ილუსტრირებას და თქვენი შთაბეჭდილებების გადმოცემას წერილობითი სახით. შთაბეჭდილებებში შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის ოჯახის წევრები, რომლებმაც თქვენს ერთობლივ კითხვაში მიიღეს მონაწილეობა, გადაიღოთ ფოტოები, ჩააწყოთ ისინი გუდაში, აღწეროთ ის განწყობილება და ემოცია, რომელიც დაგეუფლებათ ერთობლივი კითხვის დროს.
თქვენ შეგიძლიათ გუდას დაამატოთ თქვენი საყვარელი წიგნი და გადასცეთ ის მომდევნო ოჯახს.
გისურვებთ წარმატებებს!
კითხვის „ჯადოსნური გუდის“ ადმინისტრაცია

მშობლები აღფრთოვანებით შეხვდნენ პროექტს და იდეას თავადაც გახდნენ აქტიური მკითხველები, მათ გადაეცათ რეკომენდირებული ლიტერატურის ნუსხა. მშობლებმა გამოთქვეს სურვილი მოაწყონ ლიტერატურული შეხვედრები სკოლაში.

12688365_973344189420059_6928544288981071692_n 12688160_973344572753354_3918650197780290873_n 12654177_973344626086682_85207471178822377_n 12651370_973346089419869_7020308337388638292_n