“დედავ, სიცოცხლე იწყება შენით !
2016 წლის 1 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 2-2 კლასში დამრიგებელი მაკა კინწურაშვილი ჩატარდა ღონისძიება “დედავ, სიცოცხლე იწყება შენით !”
ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მშობლებმა. ღონისძიება წარმოდგენილი იყო 2 ნაწილად. პირველ ნაწილში მშობლები დაიყვნენ ჯგუფებად და შეასრულეს სხვადასხვა სახალისო აქტივობები ჟიურის წევრები იყვნენ ბავშვები, ხმის დამთვლელი კომისიის წევრი პედაგოგი ია შავგულიძე, რომელმაც გამოავლინა გამარჯვებული გუნდი “იები”. გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ გაზაფხულის ყვავილებით მორთული გვირგვინებით. პროექტის მეორე ნაწილში ბავშვებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია “როგორია ჩემი დედა”. მათ დაახასიათეს დედები, სოეციალურად დამზადებული ბარათებით მიულოცეს გაზაფხულის პირველი დღე და მოახლოებული დედის დღე. ამაღელვებელი იყო ლუკა ჭელიძის თვალით დანახული დედა რომელიც იმყოფება ემიგრაციაში და სკაიპის საშუალებით მიულოცა დედის ეს ლამაზი დღე. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა დედებს მიართვეს ტორტი.