“გედების ტბა”
2016 წლის 29 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში სკოლის მუსიკის პედაგოგმა თამილა ჩეპელევამ ჩაატარა ღია გაერთიანებული გაკვეთილი მე-8 კლასებში მუსიკაში.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა შემოქმედების შესახებ. ისაუბრეს განახლებულ ოპერის თეატრზე, საზოგადოებას აჩვენეს ჩაიკოვსკის ნაწყვეტი ბალეტიდან “გედების ტბა” ნინო ანანიაშვილის შესრულებით, ისაუბრეს მუსიკის სხვადასხვა ჟანრზე და მოსწავლეებს მოასმენინეს დები იშხნელების სიმღერების აუდიო ჩანაწერი. გააცოცხლეს ფიროსმანის ნახატი “ქეიფი ვაზის ტალავერში” ხელოვნების მასწავლებელი გრიგოლ ყურაშვილი.