“ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის”
2015 წლის 4 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლამ უმასპინძლა ორგანიზაციასთან “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” არსებულ დღის ცენტრის ბავშვებს. შეხვედრა მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს რომელიც ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში მე-17 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს ფასილიტაციის ფუნქცია და მე-17 სკოლისა და დღის ცენტრის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს დაამზადებინეს ორიგამები. ქაღალდის ფიგურები ღონისძიების ბოლოს საჩუქრად გადასცეს დღის ცენტრის აღსაზრდელებს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ღონისძიების ინიციატორები არიან სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სპეც პედაგოგები ირინა კუდრიავცევა, ნინო ჯანელიძე და მათემატიკის მასწავლებელი ლეილა ბარბაქაძე.