2015 წლის 26 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ბიოლოგიის მასწავლებელ ხათუნა კაპანაძესთან ერთად. რომლებმაც სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში არსებულ USB-მიკროსკოპის გამოყენებით მოახდინეს დაკვირვება კურსების ხელოვნური ტბიდან აღებულ მასალაზე (ფლორასა და ფაუნაზე).

აღსანიშნავია რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებთან ერთად დაიწყეს საცხოვრებელ ადგილებთან მდებარე ეკოსისტემების კვლევა. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ეკოკლუბს ხელმძღვანელობს პედაგოგები მანანა ქაშაკაშვილი და ნატო კუპრავა.