პრეზენტაციები საბანკო თემებზე
2014 წლის 26 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებმა პრივატბანკის თანამშროლმების მხარდაჭერით წარმოადგინეს პრეზენტაციები
საბანკო თემატიკაზე სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე:1) “რეკლამა და პიარი” – მომხსენებელი მე-71 კლასის მოსწავლე ბექა ბეშკენაძე
2) “საბანკო პროდუქცია” – მოხსენებელი მე-71 კლასის მოსწავლე მარიამ გიგიაძე
3) “ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვა” – მომხსენებელი მე-71 კლასის მოსწავლე ნინი ჯაჭვლიანი
4) “საკრედიტო ბარათი გუშინ, დღეს, ხვალ” – მომხსენებელი მე-71 კლასის მოსწავლე გიგი სახელაშვილი.
პრეზენტაციები გაიმართა პრივატბანკის პროექტის “ჯუნიორ სკოლის” ფარგლებში. აღსანიშნავია რომ ჯუნიორ სკოლის მონაწილეა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-6, მე-7, მე-8 კლასის 28 მოსწავლე. შეხვედრის დასასრულს პრეზენტატორები და მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.