„მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი “
• 2015 წლის 21-22 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგი: „მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა“ (ტრენერი ლანა კილაძე). ტრენინგს ესწრებოდნენ N17, 8. 10,11, 19,26 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის “ლამპარი“ პედაგოგები.
ტრენინგის მიზანი:• მონაწილეებმა გაიაზრეს მათი, როგორც ფასილიტატორების, როლი მასწავლებლის პროფესიული ზრდის პროცესში;
• გაეცნენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფორმებს;
• გაიაზიარეს თვითშეფასება, როგორც მასწავლებლის პროფესიული ზრდის ერთ-ერთ ეფექტიან მექანიზმი;
• გაეცნენ თვითშეფასების მეთოდებს
• გაეცნენ მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის სტრუქტურას და შეძლეს მისი პრაქტიკულ გამოყენება;
• გაეცნენ პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას და შეძლეს მისი პრაქტიკულ გამოყენება;
• დაგეგმენ თავიანთი, როგორც ფასილიტატორების, სამუშაო პროცესი;
• შეძლებენ პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პედაგოგების დახმარებას.