„ლეონარდო და ვინჩი“
18 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოეს.
საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ინოვაციური ნამუშევრების ავტორებმა დამთვალიერებელს საკუთარი გამოგონების პრეზენტაციები წარუდგინეს. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები გიორგი ინანეიშვილი და ავთანდილ სამხარაძე ინოვაციური პროექტის ,,ჭრილობის გაკერვის ექსპრეს მეთოდი ქირურგიაში”დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და წიგნებით