გაკვეთილი მუსიკაში
2015 წლის 4 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მეშვიდე მეორე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ციცინო კუპრაშვილისა და მუსიკის პედაგოგ თამილა ჯავახაძის ხელმძღვანელობით წარომოადგინეს პროექტი- გაკვეთილი მუსიკაში, ისაუბრეს ზაქარია ფალიაშვილისა და მელიტონ ბალანჩივაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე,
განიხილეს ქართული საოპერო მუსიკის შდევრები, საზოგადოებას წარმოუდგინეს კლასის რეპერტუარი და შეასრულეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, წაიკითხეს ლექსები. აღსანიშნავია,რომ მეშვიდე მეორე კლასი არის სკოლის ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული კლასი.