გაზაფხულის ულამაზესი დღესასწაული
2015 წლის 9 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 51 კლასმა დამრიგებელი თამარ გოგატაძე, უმასპინძლა ძვირფას დედიკოებს. ბავშვებმა გულთბილი ლექსებით,
ცნობილ ადამიანთა გამნათქვამებით მიულოცეს მშობლებს გაზაფხულის ორი ულამაზესი დღესასწაული: დედის დღე და ქალთა დღე. აქტივობა დატვირთული იყო საინტერესო პროგრამით, სახალისო თამაშებით და კონკურსებით: “ვისი დედიკოა ?”, “ათი ნაბიჯი”, “როგორ ვიცნობთ ჩვენს შვილებს”. დედიკოები ხალისით ჩაერთვნენ განკუთვნილ სიტუაციური ამოცანების განხილვის კონკურსში და საკუთარი შეხედულებებით კიდევ ერთხელ ისაუბრეს მოზარდის ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებზე. 51 კლასმა დედიკოებს საჩუქრად გადასცეს საკუთარი ფანტაზიით დამზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები. კლასის დამრიგებელმა კი მათ უსახსოვრათ იანუშ კორჩაკის “ათი მცნება მშობლებისთვის”. აქტივობის ბოლოს მშბლებმა შეავსეს სურვილების ფურცლები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები: ხათუნა გიორგაძე, ირინე ჯინჯიხაძე, ირინა კუდრიავცევა, მაკა კამლაძე და ლიკა ხურციძე.