,,გაზაფხულის ბილიკებზე“
2015 წლის 1 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის II1 კლასის მოსწავლეებმა ( დამრიგებელი: ნანა მესხაძე) მოაწყვეს ექსკურსია ქალაქის ბოტანიკურ ბაღში,
სადაც დაათვალიერეს მცენარეთა სხვადასხვა ჯიშები, ისაუბრეს ბუნების დაცვის აუცილებლობაზე. ადგილზე წარმოადგინეს ღონისძიება: ,,გაზაფხულის ბილიკებზე“ და გადაეცათ სამახსოვრო სიგელები. გასვლით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა მშობლებმაც, რომლებმაც გადაიღეს სამახსოვრო სურათები და შთაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნენ შინ.