“გაზაფხული 2015”
2015 წლის 6 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა ტრადიციული სახელოვნებო პროექტი “გაზაფხული 2015” პროექტში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მე-7 კლასის სამივე პარალელიდან.
კლასებმა წარმოადგინეს შესწავლილი მასალის პრეზენტაციები. ისაუბრეს ცნობილ ქართველ მსახიობებზე, გამოიცნეს ყველა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები. კომპეტენტურმა ჟიურიმ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ნუნუ სეხნიაშვილმა და საბავშვო საესტრადო მუსიკალური სტუდია “თეკა”-ს პედაგოგმა ნამცეცა სულაქველიძემ გამოავლინა საუკეთესო 71 კლასი დამრიგებელი თამარ სანაია. სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ 72 და 73 კლასები. პროექტს ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი თამილა ჩეპელევა.