“გადავარჩინოთ დედამიწა”
2015 წლის 10 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IV1 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მედეია ადეიშვილი) პროექტის “გადავარჩინოთ დედამიწა” ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს.
.მათ სკოლის ეზოში დარგეს მარადმწვანე მცენარეები. აიღეს პასუხისმგებლობა ნერგების მოვლა-გახარებაზე. ისაუბრეს შორსმიმავალ მიზნებზე, აღნიშნეს, რომ ბედნიერად თვლიან თავს, როცა წარმოიდგენენ, რომ წლების შემდეგ სკოლის ეზოს მათი შექმნილი ხეივანი დაამშვენებს.