პროგრამა ,,Three days in America’’ (სამი დღე ამერიკაში),რომელიც დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა (US Department of state) და სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის (Southern Ilinois University,Carbondale) მიერ

და რომელსაც ამავდროულად ორგანიზებას უწევს ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებული სასწავლო პროგრამა SUSI_ის (study of the United State Institute for students) კურსდამთავრებულები,მოიცავდა სამ დღიან ლექცია/ტრენინგებს,ამერიკის სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ.პროგრამისთვის ქუთაისის მასშტაბით შერჩეულ იქნა 20 სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლე.ჩვენი სკოლიდან ტრენინგში მონაწილეობდნენ მე-11 კლასის მოსწავლე ნინო ჩაჩანიძე და მე-10 კლასის მოსწავლე საბა ხარაბაძე ტრენინგი გაიმართა ქალაქ ქუთაისში, 20,21 და 22 აპრილს. I დღეს მონაწილეები შეხვდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს,დავით სიხარულიძეს,რომელმაც ისაუბრა ამერიკის მთავრობისა და განათლების შესახებ.II დღეს მონაწილეები შეხვდნენ ამერიკელ ტრენერს Betsy Jensons,რომელმაც ბავშვებს ინფორმაცია მიაწონდა მოხალისეობის შესახებ.ამ დღესვე მონაწილეები გაეცვნენ ამერიკული დებატების ხელოვნებას.III დღეს მოეწყო ფლმის ,,12 განრისხებული მამაკაცის’’(,,12 angry men’’) ჩვენება და შეჯამდა სამი დღის მუშაობა.
ტრენინგი გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებითა და energizer-ებით.ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდათ სერთიფიკატები.