GECALLS-ფარგლებში ერთობლივი აქტივობა
2015 წლის 26 იანვარს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში “საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისათვის” “GECALLS” ფარგლებში
სტუმრად იმყოფება სსიპ ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის სახვითი გამოყენებისა და ხელოვნების პედაგოგი ვასილ ჯანგებაშვილი ამავე სკოლის მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ლაშა თინიკაშვილთან და სოფო ხუბულოვთან ერთად. სტუმრებს ორი დღის მანძილზე მასპინძლობენ ჩვენი სკოლის 102 კლასის მოსწავლეები საბა ხარაბაძე, სალომე ხარაბაძე და თორნიკე აბულაძე. სტუმრები დღის პირველ ნახევარში დაესწრებიან გაკვეთილებს და დღის მეორე ნახევარში მოამზადებენ ფოტოგამოფენას თემაზე “ხელოვნება და ადამიანი”. 27 იანვარს გაკვეთილების შემდეგ მოხდება ფოტოგამოფენის გახსნა და ფრანსუა ტრიუფოს ფილმის “400 დარტყმა” ჩვენება და განხილვა.