2015 წლის პირველ მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IV3 კლასში ატარდა  პროექტი-გაკვეთილი თემაზე : „Festivals all around the World“

ინტეგრირებული საგნები: ინგლისური ენა ( პედაგოგი ნათია გიორგიძე ), ბუნებისმცოდნეობა (პედაგოგი  თამილა  სვანაძე). პროექტის მიზანი იყო მსოფლიოს ქვეყნების ხალხთა ტრადიციების გაცნობა და წარდგენა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და დაახარისხეს ინფორმაციები, შეაგროვეს ფოტოები და შექმნეს სათვალსაჩინო, საპრეზენტაციო მასალა.

მოსწავლეთა ჯგუფებმა შესაბამისი ჩაცმულობით ინგლისურ ენაზე ისაუბრეს საქართველოს, ინგლისის, ჩინეთის, ინდოეთის და იაპონიის ადგილმდებარეობასა და მნიშვნელობაზე, წარმოადგინეს მათი კულტურა. ბოლოს შეაჯამეს და მოახდინეს თვითშეფასება.