eTwinning plus
2015 წლის 8-11 ოქტომერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგმა ირინე ადეშვილმა მონაწილეობა მიიღო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და ევროკავშირის დახმარებით განხორციელებულ კონფერენციაში და ტრენინგში რომელიც ჩატარდა დაბა ურეკში. (eTwinningplusi)
eTwinningplusi ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლათფორმაა, სადაც მასწავლებლებს სკოლის დირექტორებს და ბიბლიოთეკარებს ერთმანეთთან დაკავშირება,თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ, პროგრამა საშუალებას გვაძლევს ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში ჩავერთოთ. eTwinningplusi პორტალი მთავარი სამუშაო სივრცეა რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს მრავალფეროვან ისტრუმენტებს სთვაზობს პარტნიორების მოსაძებნად, სასურველი პროექტის შესჩევევად, მონაწილეობის მისაღებად, იდეების და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გასაზიარებლად.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები
1.თუ როგორ მოვიძიოთ პარტნიორი თანამშრომლობითი პროექტის განსახორციელებლად
2.როგორ ჩავერთოთ სასურველ პროექტში
3.როგორ გამოვყენოთ ამისათვის ეeTwinningplusi ვირტუალური სივრცე
4.მივიღოთ ინფორმაცია eTwinningplusi პლატფორმის შესახებ და სხვა მრავალი რესურსების შესახებ