“Deutsch Lernen im Museum”
2015 წლის 3-4 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი ვალიდა ურთმელიძე იმყოფებოდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტში სადაც ჩატარდა სემინარი თემაზე: “Deutsch Lernen im Museum”.
სემინარზე განხილული იქნა გერმანული ენის თანამედროვე გაკვეთილებზე გამოსაყენებელი სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობები. სემინარის თეორიული ნაწილი ჩატარდა გოეთეს ინსტიტუტში, ფიროსმანის სურათების განხილვა მოეწყო დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ხოლო აქტივობა “სინამდვილე და ილუზია” “Sein und Schein” ჩატარდა სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში. გერმანული ენის პედაგოგთა სემინარი განხორციელდა გოეთეს ინსტიტუტის პროექტის “გერმანული სწავლება მუზეუმში” ფარგლებში . პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ღია გაკვეთილი სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-5 კლასებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში.www.museum.ge
www.goethe.de/georgian