2015 წლის 12 თებერვალს   13:00 საათზე  სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში

„საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამის სამართლებრივი განათლებისთვის“ GE CALLS ფარგლებში გაიმართება ფრანსუა ტრიუფოს ფილმის „400 დარტყმა“ ჩვენება მეშვიდე კლასის მოსწავლეთათვის. ფილმის ჩვენება პარალელურად გაიმართება GE CALLS პარტნიორ ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელთათვის. ფილმის განხილვა ქალაქ რუსთავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად შედგება ონლაინ რეჟიმში  2015 წლის 18 თებერვალს. განხილვას წარუძღვებიან სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის კინოკლუბის წევრები 10-2 კლასის მოსწავლე საბა ხარაბაძე და 11-1 კლასის მოსწავლე ნინო ჩაჩანიძე.