2015 წლის 9-13 მარტის ჩათვლით პიროვნული განვითარებისა და ინოვაციის პროგრამის ტრენინგ ცენტრში ჩატარდა ართ თერაპიის ტრენინგი.

ტრენინგს ,,ხელოვნების მეთოდები თანამედროვე ფსიქოთერაპიასა და ტრენინგში“ CPDITP – ის ტრენერების ასისტირებით უძღვებოდა ამ სფეროს წამყვანი პროფესიონალი- ფსიქოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რუსუდან მირცხულავა. მასტერკლასში მსმენელები გაეცნენ ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მეთოდს – ართ თერაპიის ტექნიკებს. 
5 დღის განმავლობაში, მონაწილეები პრაქტიკულად დაეუფლენ მრავალფეროვან ,ეფექტურ ,სახელოვნებო მეთოდებს (იმაგინაცია, სახვა, დრამა), რომელსაც მიმართავენ განსხვავებული ამოცანების შემთხვევაში (თერაპია, ტრენინგი, სწავლება). როგორებიცაა ფსიქოდრამა, იმაგინაცია, სახვა . პრაქტიკული აქტივობებით (როლური გათამაშება, ნიღბების დამზადება – პერსონიფიკაცია).ტრენინგს ესწრებოდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის თანამშრომელი რიმა კუნჭულია. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები