2015 წლის 19 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ფილმის „წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი“ გადამღები ჯგუფი. მოეწყო ფოტოგამოფენა რომელიც ასახავს ფილმის გადაღების პროცესს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქუთაისელი მოქანდაკეების მიერ შექმნილი ექვთიმეს ბიუსტები,

მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესზე და საზოგადოებას წარუდგინეს ფილმის გადამღები ჯგუფი. ფილმის რეჟისორმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ისაუბრა ფილმის შექმნის იდეის, გადაღების პროცესებისა და შემოქმედებითი ჯგუფის შესახებ. მსახიობმა ლაშა კანკავამ გაიხსენა საინტერესო ისტორიები ფილმის გადაღების პროცესიდან. შეხვედრის დასასრულს სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდმა შეასრულა ვაჟა აზარაშვილის სიმღერა „საქართველო“. შეხვედრას ესწრებოდნენ: ქუთაისის მხატვართა კავშირის წევრები, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტები, ექიმები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები