2015 წლის 16 აპრილს  სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 სააჯარო სკოლაში ჩატარდა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე “ჩვენ ეს გვაინტერესებს” საბუნებისმეტყველო საგნებში.

სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა: გიორგი მახარობლიძემ, თამარ სიხარულიძემ, ლიკა სვანიძემ, სანდრო კაპანაძემ, თეონა გურგენიძემ, ილონა წიქორიძემ, დავით დარახველიძემ, ნინო სულაბერიძემ, რომეო კუხიანიძემ, ლანა შალამბერიძემ, ნინო გოგოლაძემ, ლანა შეყილაძემ, ნინო ჩაჩანიძემ, ანა ლაბაძემ, მარიამ კუბლაშვილმა, ნანო ონიანმა, მაიკო კიკნაველიძემ წარმოადგინეს შემდეგი თემები და ექსპერიმენტები:

1) “მულტიფუნქციური დავალებები”

2) “ვირუსები გვიახლოვდებიან”

3) “რადიოაქტიურობა”

4) ფორმულა “ქიმიური და ემოციური”

5) მზის ენერგიის  გამოყენების პერსპექტივები  ჰაერისა და წყლის გამათბობლებში

6) “ყავა და შოკოლადი”

ჩატარდა ცდა “იწვის თუ არა შოკოლადი ? და რატომ”. კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები. პრეზენტატორები სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ყავითა და შოკოლადით.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელები: დარეჯან გურეშიძე, მანანა ძიგვაშვილი, ნატო კუპრავა, თეა ქუთათელაძე, მანანა ქაშაკაშვილი, შორენა ხურციძე და ნინო ტაბუცაძე.