2015 წლის 30 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 1 მეოთხე კლასში (დამრიგებელი თამარ გოგატაძე) მოეწყო პროექტის “ჩემი ოჯახი ჩემი ციხე-სიმაგრეა” პრეზენტაცია. პროექტი განხორციელდა სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში.

პროექტში ჩართული იყვნენ 1-მეოთხე კლასის 25 მოსწავლე და მათი მშობლები. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა საპრეზენტაციო მასალა საკუთარი ოჯახის, მისი ტრადიციების და წესჩვეულებების შესახებ. მშობლებმა ისაუბრეს ოჯახის რაობაზე, მნიშვნელობაზე, სკოლასა და ოჯახს შორის აუცილებელ მჭიდრო კავშირზე, შვილებთან ერთად გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები საოჯახო ცხოვრებიდან. აღსანიშნავია რომ პროექტით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა: ჯგუფის მშობლები გაეცვნენ ერთმანეთს და დამეგობრდნენ, დამრიგებელსა და სკოლას საუკეთესო საპრეზენტაციო ფორმით გააცვნეს თავიანთი ოჯახები და შვილების შესაძლებლობები და ინტერესები. დამრიგებელმა თამარ გოგატაძემ მშობლებს გააცნო სკოლის კულტურა, ფასეულობები, ღირებულებები და ტრადიციები. პროექტით “ჩემი ოჯახი ჩემი ციხე-სიმაგრეა” განხორციელდა მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის გაერთიანება მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებისათვის.