შიდა სასკოლო შეჯიბრი მძლეოსნობაში
2015 წლის 2-4 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ჩატარდა მე-5 და მე -6 კლასელებს შორის შიდა სასკოლო შეჯიბრი მძლეოსნობის ორ სახეობაში – ადგილიდან ხტომა და 30 მეტრი რბენა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო სკოლის 36-მა მოსწავლემ: 14 გოგონა, 22 ვაჟი.
30 მეტრ რბენაში ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავა 6-4 კლასის მოსწავლემ ლუკა ბარათელმა, მეორე ადგილი დაიკავა 5-3 კლასის მოსწავლემ ჯემალ დეისაძემ.ადგილიდან ხტომაში ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავა 6-4 კლასის მოსწავლემ ლუკა ბარათელმა. მეორე ადგილი დაიკავა 6-1 კლასის მოსწავლემ გია დათიაშვილმა, მესამე ადგილი კი გიორგი კუხიანიძემ.
გოგონებს შორის 30 მეტრ რბენაში პირველი ადგილი დაიკავა 5-1 კლასის მოსწავლემ ცირა გურგენიძემ, მეორე ადგილი დაიკავა 5-2 კლასის მოსწავლემ ნინო პერანიძემ, მესამე ადგილი დაიკავა 6-1 კლასის მოსწავლემ ნინო კოპალიანმა.
ადგილიდან ხტომაში პირველი ადგილი დაიკავა 6-1 კლასის მოსწავლემ ცირა გურგენიძემ, მეორე ადგილი დაიკავა 6-4 კლასის მოსწავლემ ანა ოკრიბელაშვილმა, მესამე ადგილი დაიკავა 6-1 კლასის მოსწავლემ ნინო კოპალიანმა.
ყველა აღნიშნული მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელით. შეჯიბრის მთავარი მსაჯი ვალენტინა ტურიატკო. დამხმარე მსაჯები სპორტის მასწავლებლები: ერეკლე მაზაშვილი და ქეთევან ჟორჟოლაძე.