3-4 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი

ორგანიზაცია ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმის მიერ განხორციელებული პროექტის „იყავი აქტიური: ახალგაზრდობა, კულტურა და საზოგადოება“-ის ფარგლებში. ტრენინგში მონაწილეობას იღებდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 25 მოსწავლე. ტრენინგის ხანგრძლივობა იყო 8 საათიანი და გადანაწილებული იყო ორ დღეზე. პირველ დღეს მოსწავლეები გაეცვნენ ზოგად ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის, საზოგადოებრივი დოვლათის, აქტიური მოქალაქეობის შესახებ. განიხილეს ეს თემები მათი გადასახედიდან და მათ ირგვლივ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ტრენინგის მსვლელობის დროს მონაწილეები ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებსა და თამაშებში.ამის შემდეგ ისინი დაიყვნენ სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს დაევალა პროექტის იდეის და განხორციელების გზების მოფიქრება პრეზენტაცია და ამისტვის მათ 30 წუთი მიეცათ.სამივე ჯგუფმა ძალიან საინტერესო და ინოვაციური იდეები წარმოადგინა, თუმცა საბოლოო ჯამში დემოკრატიული არჩევნების შმდეგ გაიმარჯვა მესამე ჯგუფის იდეამ.ამის შემდეგ მოხდა როლებისა და ფუნქციების გადანაწილება, აირჩა ოთხი ლიდერი რომელიც უხელმძხვანელებს ამ ჯგუფს. ბოლოს კი ტრენერებმა აუხსნეს მოსწავლეებს თუ როგორ უნდა ემუშავათ პროექტზე და რა საკითხები უნდა გაეთვალისწინებინათ.