2015 წლის 12 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში “USAID”-ის დაფინანსებით დაიწყო ტრენინგების ციკლი საქართველოს დაწყებით განათლების “G-Pried”-ის პროექტის ფარგლებში.

ტრენინგში მონაწილეობენ I-IV, V-VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის მასწავლებლები. პროექტის მიზანია კითხვის, წერისა და მათემატიკური უნარების განვითარება დაწყებით კლასებში. პირველ სესიაზე მასწავლებლებმა განიხილეს კითხვისა და წერის სწავლების ძირითადი პრინციპები. იმსჯელეს ლექტორის მიერ მოცემულ დავალებაზე, გააკეთეს ქვიზი და გაუზიარეს ერთმანეთს სესიაზე მიღებული შთაბეჭდილებები. სესიას უძღვებოდნენ ფასილიტატორები მანანა სოხაძე და თეონა აბრამიშვილი. პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში ჩატარდება 17 სესია, მასწავლებლებს ეძლევათ დავალება რომელსაც განიხილავენ შემაჯამებელ შეხვედრებზე.