2015 წლის 13 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგების ხათუნა ჩხეტიანისა და სოსო ცქიფურიშვილის ხელმძღვანელობით შედგა რეზო თაბუკაშვილის ფილმის “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”-ს ჩვენება.

აქტივობას ესწრებოდნენ IX-XI კლასის მოსწავლეები. მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი პროექტების კონკურსში, რომლის პრეენტაციაც იმართება თბილისში 2016 წლის აპრილის ბოლოს. აღნიშნული აქტივობა კიდევ უფრო დაეხმარება მოსწავლეებს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის გაცნობასა და სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებაში.