ამეცნიეროინტელექტუალური კლუბმათაობათა დიალოგი“ GE CALLS-ის ფარგლებში არასრულწლოვანთა

შორის დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული სერვისების განხორციელების ფარგლებში დაიწყო პროექტი სახელწოდებით – „სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო“– მოდელი,სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის. მიზნობრივი ჯგუფი: 1.სკოლის მოსწავლეები 2.პრობაციაში მყოფი ახალგაზრდები 3.მოსწავლეახალგაზრდები . პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვნების,სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებით,დანაშაულის რისკისგან დაცვა. პროგრამა 7 თვე გაგრძელდება (2015 წლის თებერვალიივლისი) . RICDOG –მა მე-12, მე-17, 29-, მე-40 და 41- საჯარო სკოლებში პროექტის ფარგლებში პრეზენტაციები ჩაატარა. სკოლის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაციასამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოსშესახებ. აღნიშნული სკოლებიდან შეირჩა 20 მოსწავლე. ჩვენი სკოლიდან პროექტში მონაწილეობენ:ნინი სულაბერიძე(მე-10 კლ.),საბა ხარაბაძე(მე-10კლ.),მარიამ ჩაჩანიძე(მე-9კლ.),სანდრო კაპანაძე(მე-10კლ.),იზა ფანჩულიძე(მე-11კლ.). გარდა ამისა პროექტის მიზნობრივ ჯგუფში შედის 3 პრობაციაში მყოფი პირი და 12 მოსწავლეახალგაზრდა. შეხვედრები პროექტის ფარგლებში კვირაში 2-ჯერ ტარდებაოდა, სამშაბათს და კვირას.მონაწილეები გადანაწილდნენ 4 სამუშაო ჯგუფში და მოირგეს როლები.. პროქტის შეინაარსობრივი მხარე: “სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოარის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოხდა პროექტის მონაწილეების მიერ კონკრეტული სამი ქეისის (ამბავის) განხილვა და მასზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის, დამოკიდებულებისა და როლის გათავისების მოდელირება. მოდელი – “სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოსწარმოადგენს სადისკუსიო პლატფორმას, სადაც მონაწილეები განიხილავენ ქეისს (ამბავს), რომელშიც მოთხრობილი იქნა.

კონკრეტული შემთხვევის შესახებ. “სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭომოდელის მონაწილეებმა ლოტოტრონის პრინციპით ამოიღეს თავიანთ კონკრეტული როლი; მაგალითად: ფსიქოლოგი, პედაგოგი, პენსიონერი, შშმპ და .. აღნიშნული როლები მათ განასახიერეს და მოახდინეს ერთგვარი საზოგადოების მოდელირება, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, მიმდინარეობის და მოსაზრების ადამიანები იქნენ წარმოდგენილი. ისინი გადანაწილდნენ 4 ძირითად ჯგუფში. პირველი – “აქტიური მოქალაქეები” (მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქეისში (ამბავში) მონაწილე გმირის პრობლემა სამოქალაქო საზოგადოების პრობლემაა). მეორე – “პასიური მოქალაქეები” (მოქალაქეები, რომლებიც მოთხრობილ ქეისში (ამბავში) მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობას ხედავენ). მესამე – “პასუხისმგებლიანი მოქალაქეები” (მოქალაქეები, რომლებიც წარმოაჩენენ გზებს და ვალდებულებებს, რომელიც ერთის მხრივ მოქალაქეებს და მეორეს მხრივ მთავრობას აკისრია). მეოთხე – “ექსპერტები” (მოქალაქეები, რომლებიც სამივე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს შეაჯერებენ და სამივე ჯგუფთან შეთანხმებით ერთიან პოზიციას ჩამოაყალიბებენ). ამა წლის 22 მარტს ჩატარდასამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭოს“ 1 სხდომა. პროგრამის მონაწილეებმა თითოეული ქეისის (ამბავის) განხილვის შემდეგ შექმნეს რეზოლუცია, რომელშიც წარმოდგენილი იქნა გამოსავლის გზები და ის პრევენციული ზომები, რაც მონაწილეთა შეხედულებით უნდა გატარდეს. ასევე მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები,როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მიმართ. ამითსამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭომმუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა.მომავალი კვირიდან მონაწილეები თავიდან გადაინაწილებენ როლებს,გადანაწილდებიან ახალ

 

ჯგუფებში და შექმნიან ახალ რეზოლუციას მოცემულ ქეისთან დაკავშირებით. როგორც ჩვენი სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ, პროექტი მეტად მრავალფეროვანი, საინტერესო, ნაყოფიერი,შინაარსიანი და ბევრისმომცემიაისინი დიდი ენთუზიაზმით და ხალისით არიან ჩართულნი მასში

2015 წლის 26  მარტს მორიგი შეხვედრა გაიმართება სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში.