2015 წლის 1 დეკემბერს  სსიპ ქალაქ ქუთაისის  №17 საჯარო სკოლის V² კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში (პედაგოგი : თეონა აბრამიშვილი) თემაზე: ,, სამკუთხედი“ .  გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ სამკუთხედს და მის სახეობებს კუთხეების  მიხედვით.

მოსწავლეებმა გაიხსენეს სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები ,  დაახასიათეს კუთხეები  და გახსენებული წინარე ცოდნის მეშვეობით შეძლეს სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა  ი.ს.ტ.  ტექნოლოგიები.  მოსწავლეებმა  შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, სხვადასხვა სახის აქტივობები და მოხდა გაკვეთილის შეფასება-შეჯამება.  გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე , ბატონი ვიტალი პატარიძე, სკოლის პედაგოგები და მშობლები.