2015 წლის 24 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 14კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში (პედაგოგი:თინათინ ნარჩემაშვილი) თემაზე -,,საკვები პროდუქტები’’. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს, მოეხდინათ განსხვავება მცენარეული და ცხოველური საკვების.

გამოეტანათ დასკვნა,თუ რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა პროდუქტს მათი ზრდა-განვითარებისათვის. ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობები და მოხდა გაკვეთილის შეფასება-შეჯამება.გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი: ირინე ჯგერენაია, სასწავლო ნაწილი ბატონი ვიტალი პატარიძე და სკოლის პედაგოგები , რომლებმაც მადლობა გადაუხადეს პედაგოგსა და პატარებს საინტერესო გაკვეთილისათვის.