2015 წლის 31 მარტს V4კლასში (დამრიგებელი: ეკა მეძმარიაშვილი) ჩატარდა ღია გაკვეთილი „სააღდგომო ტრადიციები საქართველოსა და მსოფლიოში“,

რომელიც მიეძღვნა მოახლოებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.ბავშებმა წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები თემაზე, „როგორ ხვდებიან აღდგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და მოსფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: გერმანია, ინგლისი, პოლონეთი, იტალია და ა.შ.“. ისაუბრეს გერმანელი წარმოშობის იუველირ კარლ ფაბერჟეს და მისი შემოქმედების შესახებ როგორც ქართულ ასევე რუსულ ენაზე. რუსული ენის პედაგოგმა ირინა კუდრიავცევამ ბავშვებს უჩვენა საინტერესო ვიდეო მასალა, ფაბერჟეს მუზეუმში დაცულ ნიმუშებზე. იუველირის საოცრად დახვეწილმა და უჩვეულო ოსტატობამ ბავშვებისა და დამსწრე საზოგადოების აღტაცება გამოიწვია. დამრიგებელმა კლასს მიაწოდა სიტუაციური ამოცანა „განა შენ სხვაზე უკეთესი ხარ?“ სადაც ეპიზოდების დასრულება დაეკისრათ ბავშვებს, პასუხები მეტად საინტერესო და გონებამახვილური იყო. შესრულდა სააღდგომო საგალობელი და დავით გურამიშვილის ლექსი „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“. გაკვეთილის ბოლოს კლასი დაიყო ჯგუფებად და მოხატეს კვერცხები. აქტივობას ესწრებოდნენ: მშობლები და სკოლის პედაგოგები, რომლებმაც ბოლოს შეაფასეს გაკვეთილი.