2014 წლის 17 დეკემბერს II1 კლასში ჩატარდა საახალწლო ღია გაკვეთილი, რომელსაც უძღვებოდნენ კლასის ხელმძღვანელი ნანა მესხაძე და ინგლისური ენის პედაგოგი თამარ სანაია.

მოსწავლებმა  გაკვეთილის მსვლელობის პროცესში შეძლეს ინგლისურ ენაზე დაეხასიათებინათ წელიწადის დროები და მოეხდინათ მათი კლასიფიკაცია, ინგლისურ ენაზე სამეტყველო ლექსიკონი გაიმდიდრეს საახალწლო სიტყვებით, ბუკის დახმარებით მოახდინეს ელექტრონული წიგნისა და ვიდეოს გაზიარება და გავრცელება. გაკვეთილის ბოლოს შეჯამდა გაკვეთილი, შეფასდნენ მოსწავლეები . სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი და წარმატებები უსურვეს. ბავშვებმა ის დღე გასართობ ცენტრში გააგრძელეს და დღე მხიარულად დაასრულეს.