2015 წლის 9 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ტრადიციულად უკვე მეორედ აღინიშნა მასწავლებლის საერთაშორისო დღე,

შემოდგომით, ოქტომბრის თვეში, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები შეიკრიბნენ ერთად. პედაგოგებს მიულოცეს პროფესიული დღესასწაული, დაჯილდოვდნენ წარმატებული პედაგოგები. ახალბედა მასწავლებლები წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეეებმა გაიარეს წითელ ხალიჩაზე, პირველკლასელებს ესაუბრნენ სკოლის ფასეულობებზე და სამშობლოს სიყვარულზე , გადაეცათ მათ გზავნილები, აანთეს ცოდნის ლამპარი წარმატებისკენ სწრაფვაში.