2015  წლის  21  თებერვალს  ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში პროექტის ,,მასწავლებელთა მცირე აკადემია-7X7″-ის ფარგლებში შედგა საქმიანი შეხვედრა

. მასში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული დასავლეთ საქართველოს სკოლების წარმომადგენლები, ესენია ჩოხატაურის №1, ჩაქვის №1, სენაკის №1, ქუთაისის №17, ოზურგეთის №4, ლაითურისა და ქვენობნის საჯარო სკოლები. მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, შედგა დიალოგი აღნიშნულ სკოლებში არსებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

შეხვედრაში  სსიპ ქალაქ ქუთაისის  N17  საჯარო  სკოლიდან  მონაწილეობას  ღებულობდა    პედაგოგები:  ბელა გელხვიიძე  და  ლეილა  ბარბაქაძე.

სამომავლო ერთობლივი მუშაობის დაგეგმვის მიზნით, განხორციელდა აქტივობა ,,იდეათა ბანკის შექმნა”, შეხვედრა იყო საინტერესო, საქმიანი და მასწავლებელთა თანამშრომლობასა და განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული.