,,მასწავლებელთა მცირე აკადემია-7X7″
2015 წლის 21 თებერვალს ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში პროექტის ,,მასწავლებელთა მცირე აკადემია-7X7″-ის ფარგლებში შედგა საქმიანი შეხვედრა
. მასში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული დასავლეთ საქართველოს სკოლების წარმომადგენლები, ესენია ჩოხატაურის №1, ჩაქვის №1, სენაკის №1, ქუთაისის №17, ოზურგეთის №4, ლაითურისა და ქვენობნის საჯარო სკოლები. მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, შედგა დიალოგი აღნიშნულ სკოლებში არსებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.შეხვედრაში სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლიდან მონაწილეობას ღებულობდა პედაგოგები: ბელა გელხვიიძე და ლეილა ბარბაქაძე.
სამომავლო ერთობლივი მუშაობის დაგეგმვის მიზნით, განხორციელდა აქტივობა ,,იდეათა ბანკის შექმნა”, შეხვედრა იყო საინტერესო, საქმიანი და მასწავლებელთა თანამშრომლობასა და განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული.