მათემატიკური კონკურსი “მოაზროვნე”
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს მათემატიკაში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-4, მე-7 კლასის მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისათვის.
კონკურსის მიზანია მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება, მომავალი ოლიმპიადისათვის მომზადება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ვებ-საიტზე WWW.17SCHOOL.GE (რეგისტრაციის ელექტრონული მისამართ: (https://docs.google.com/forms/d/1b1ZXeFgFtdwcAcX9rEiL9hMMK0rENjDC1f43fCTGtM4/viewform?c=0&w=1).
კონკურსი ჩატარდება ორ ტურად:
I ტური – დაუსწრებელი ონლაინ ტური – ჩატარდება 2015 წლის 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე. I ტურის ამოცანები განთავსდება სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ვებ-საიტზე 26 ნოემბრიდან. პასუხები უნდა გადმოგზავნოთ სკოლის ელ-ფოსტაზე : [email protected].
II ტური – დასწრებული ტური – ჩატარდება 13 დეკემბერს დღის 11 საათზე სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში (მის: ნიკეას ქ. N44). დასწრებული ტურის ხანგრძლივობა 1 საათი. დასწრებული ტურის დამკვირვებლად მოწვეული იქნებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები.
პირველი ტურის ამოცანები:
გისურვებთ წარმატებებს !